სახანძრო უსაფრთხოებისა და ევაკუაციის ინსტრუქტაჟი(პირველადი)

2018 წლის  17 მაისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: სახანძრო უსაფრთხოებისა და ევაკუაციის ინსტრუქტაჟი(პირველადი). რომელიც მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებად.
ტრენინგს უძღვებოდა აკადემიის შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით - კონსულტანტი ნუგზარ მელაძე.
აღნიშნული მიმართულებით გადამზადდა კოლეჯი მომავლის დირექტორის მოადგილე გოგა ხურცილავა 
დასასრულს ყველა მონაწილემ გადაეცათ ტრენინგზე დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატები.

ახალი თანამშრომლობის დასაწყისი

2018 წლის 28 მარტი

საზოგადოებრივ კოლეჯ მომავალსა და ევროპული განათლების აკადემია ბიდისს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რაც ითვალისწინებს სტუდენტების პრაქტიკის გავლასა და შემდგომში მათ დასაქმებას.

ფეხბურთის გუნდი

-2018 წლის 28 მარტი

შპს საზოგადოებრივი კოლეჯ მომავალში ფეხბურთის გუნდი ჩამოყალიბდა, პროფესიულმა სტუდენტებმა პირველი ამხანაგური მატჩი შპს ბიზნესის და ტექნოლოგიების აკადემიის გუნდთან განახორციელეს, რომელიც 8:6 დასრულდა…. კოლეჯის ადმინისტრაცია წარმატებებს უსურვებს მონაწილე გუნდებს… ყოველივე ეს ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტთა ჩართვას სხვადასხვა ღონისძიებებში რაც მათ განვითარებას უწყობს ხელს…..

სტრატეგიული დაგეგმარების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში , პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შექმნილი სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელოზე მუშაობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან კონსულტაციების რეჟიმში მიმდინარეობდა.

სახელმძღვანელო მოიცავს აპრობირებულ პრაქტიკას დაწესებულების მისიის, ხედვის, ღირებულებების ფორმირებასთან დაკავშირებით, ასევე სტრატეგიული დაგეგმვის, მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების, მათი შეფასებისა და მონიტორინგის მიდგომებს. სახელმძღვანელოში მოყვანილიაკონკრეტული მაგალითები და დოკუმენტების ნიმუშები.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, კახაბერ ერაძემ ისაუბრა დაწესებულების მისიის, სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების მნიშვნელობაზე დაწესებულების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში, ამ მხრივ არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო ხედვებზე.

პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო და საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და პროფესიული განათლების ქართველი და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

დამსაქმებელი ორგანიზაცია

შპს საზოგადოებრივ კოლეჯ მომავალში 2018 წლის 15 მარტს დამსაქმებელი ორგანიზაციის,ადმინისტრაციული პერსონალის, პროფესიული მასწავლებლების და სტუდენტების ჩართულობით განხორციელდა დაწესებულების სვოტ ანალიზის დოკუმენტის შემუშავება, მცირე ბიზნესის მწარმოებლის მეოთხე საფეხურის სტუდენტებმა წარმოადგინა საინტერესო პრეზენტაცია, თუ როგორ განახორციელეს კოლეჯის შეფასება, სამუსაო ჯგუფი გაიყო ორად, ერთი ჯგუფი მუშაობდა ძლიერ მხარეებზე და საფრთხეებზე, ხოლო მეორე სუსტ მხარეებზე და შესაძლებლობებზე, შეხვედრის ბოლოს წარმოადგინეს პრეზენტაციები და მოხდა დოკუმენტის საბოლოოს სახის შეჯერება, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეხვედრის დასრულებისას სუსტ მხარეებში დაფიქსირებული პრობლემები ნაწილობრივ აღმოიფხვრა. კოლეჯი მომავალი მზადაა გაითვალისწინოს დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები. სვოტ ანალიზის შედეგების საფუძველზე დაწესებულებამ დაიწყო მუშაობა სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტებზე.

სტატისტიკური ანალიზი

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე იწყებს ახალი მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე მუშაობას……ანალიზის შედეგები იხ

შრომის ბაზრის სტატისტიკური ანალიზი

სერთიფიკატები

საზოგადოებრივ კოლეჯ მომავლის მასწავლებელმა თიკო შელიამ გაიარა უნივერსიტეტებისა და პროფესიული კოლეჯების პროფესორ-მასწავლებლთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები. მოდული: სწავლა,სწავლება,შეფასება. ამერიკის აიოვას უნივერსიტეტისა და სტუ-ს ერთობლივი პროექტი. 2018 წლის 24 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგების მიხედვით მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

გილოცავთ ნათლისღებას

გილოცავთ შობა ახალ წელს

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი მომავალი გილოცავთ შობა ახალ წელს

საახალწლო განწყობა კოლეჯ მომავალში

პრეზენტაციები

2017 წლის 8 დეკემბერს, საზოგადოებრივ კოლეჯ მომავალში მცირე ბიზნესის მწარმოებლის მე-4 საფეხურის სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ქართულ და უცხოურ ბიზნეს კომპანიებზე.ისაუბრეს მათ SWOT ანალიზზე,მოკლევადიან და გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმებზე. პრეზენტაციის მსვლელობისას სტუდენტებსა და მასწავლებელს შორის გაიმართა საინტერესო დისკუსია.აღნიშნულ პრეზენტაციას ესწრებოდა კოლეჯი მომავლის დირექტორი ანზორ მაჭარაშვილი, რომელმაც თავისი მრავალწლიანი ბიზნეს გამოცდილება გაუზიარა სტუდენტებს.კოლეჯი მომავალი საინტერესო პრეზენტაციისთვის მადლობას უხდის ქალბატონ თიკო შელიას და მონაწილე სტუდენტებს.