მცირე ბიზნესის მწარმოებელი მეოთხე საფეხური

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

  1. საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდებამცირე ბიზნესის მწარმოებელი
  2. პროფესიული განათლების საფეხური:  IV საფეხური
  3. მისანიჭებელი კვალიფიკაცია:მცირე ბიზნესის მწარმოებლის  IV   საფეხურის   პროფესიული   კვალიფიკაცია
  4. პროგრამის მოცულობა
  5. სწავლის ხანგძლივობა:    მცირე  ბიზნესის მწარმოებლის მეოთხე  საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  ხანგძლივობა  შეადგენს  39 კვირას
  6. სწავლების  ენა – ქართული
  7. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
  • მცირებიზნესის   მწარმოებელის  მეოთხე  საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო     პროგრამა    მოიცავს  60 კრედიტს (1500  საათს), რომლის  60% (36  კრედიტი /900 საათი)    ეთმობა   თეორიულ  კომპონენტს, ხოლო 40%  (24 კრედიტი/600 საათი)  საწარმოო    პრაქტიკას.
  • პრაქტიკისა და თეორიული  კომპონენტის თანაფარდობა  შესაბამისობაშია პროფესიულ სტანდარტთან.
  • ერთი კრედიტი არის 25  ასტრონომიული  საათი;
  • თეორიული სწავლება  მიმდინარეობს  24 კვირის მანძილზე, რომლის დასრულების შემდეგ  პროფესიული სტუდენტები გაივლიან  პრაქტიკას15 კვირის  მანძილზე.
  • მცირე  ბიზნესის  მწარმოებლის  პროფესიულისაგანმანათლებლო  პროგრამის  IV  საფეხურის დასრულებისშემდეგ  გაიცემა  შესაბამისი  პროფესიულიდიპლომი.
  • სრული ზოგადი განათლება
  • კონკურსის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ  აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ   მაღალი შეფასება მათემატიკაში.

 

  1. საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები

პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამის  მიზანია  უზრუნველყოს  მაღალკვალიფიციური  და  კონკურენტუნარიანი  მცირე  ბიზნესის  მწარმოებლის  მომზადება შრომის ბაზრისათვის, რომელიც ფლობს  პროგრამით  გათვალისწინებულ  პროფესიულ უნარ ჩვევებს, ძირითადად  ბიზნესის საფუძვლებს, მცირე ბიზნესის მოწყობის  ტექნოლოგიას   და მასთან დაკავშირებულ   სხვა ძირითად დისციპლინებს,  რომელთა საფუძველზე იგი შეძლებს მცირე ბიზნესის მოწყობას და ხელმძღვანელობას საქმიანობის სხვადასხვა სფეროში.

სწავლის შედეგები

იცის:

ბიზნეს  მათემატიკის საწყისი  კურსი;

კომპიუტერული  ტექნოლოგიების საფუძვლები:შესავალი  კურსი; საოფისე  პროგრამები; ინტერნეტის  გამოყენება; ელექტრონული ფოსტის  გამოყენება;

ბიზნესის   საფუძვლები:ბიზნეს-გარემო, ბიზნესისრესურსებიდაფაქტორები; მცირებიზნესისდაგეგმვადასამეწარმეოგარემო; ბიზნესისშეფასება; მცირებიზნესისსაქონელწარმოებისგენეზისი; დაფინანსებები, ბიუჯეტი, ფინანსურიმენეჯმენტი;

საქმიანიურთიერთობებისკულტურისზოგადისაკითხებიმცირებიზნესში:ორგანიზაციულიკულტურა;

მცირებიზნესისსაწარმოს  დაგეგმარება,სტრუქტურადაკომუნიკაცია;

კარიერისმენეჯმენტი,საშტატოგადაადგილებები; ჯგუფთაშორისურთიერთობებიდაკონფლიქტებისმოგვარება; ორგანიზაციისგანვითარებისგზები.

ბიზნეს-კომუნიკაციებისსაფუძვლებიმცირებიზნესში: კომუნიკაციურიუნარ-ჩვევები;  საქმიანიდოკუმენტაციისწარმოება; კრიტიკულიაზროვნება, კომუნიკაბელობადაკონფლიქტებისმართვა; გადაწყვეტილებებისმიღებაკარიერისდაგეგმვისდამისიგანვითარებისდროს; იმსამუშაოსდადგენა, რომელიცდაკავშირებულიიქნებაპერსონალურიდაპროფესიულიუნარ-ჩვევებისმაქსიმალურრეალიზაციასთან.

ინგლისურისსაწყისიკურსისპროგრამები.

აცნობიერებს:  მიღებულითეორიულისაბაზოცოდნისადამისიეფექტურიგამოყენების მნიშვნელობას მცირე ბიზნესის ადმინისტრირების პროცესის შესწავლისა და წარმართვისათვის

აქვს უნარი:

შეასრულოს მარტივი მათემატიკური გაანგარიშებები. განსაზღვროს და ააგოს მცირე ბიზნესისთვის დამახასიათებელი ფუნქციონალური დამოკიდებულებები. გაანალიზოს და გამოიყენოს შედეგები დანიშნულებისამებრ;

გამოიყენოს ბიზნესის საფუძვლებისა და მცირე ბიზნესის წარმოების პრინციპების ცოდნა სამუშაოების დასაგეგმად;

დაგეგმოს და განავითაროს საქმიანი ურთიერთობები მცირე მოცულობის საწარმოო პროცესების სპეციფიური ხასიათიდან გამომდინარე; ხელი შეუწყოს ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

განავითაროს კვალიფიციური ბიზნეს კომუნიკაციები პარტნიორებთან, კოლეგებთან და კონკურენტებთან;

დაგეგმოს მციე ბიზნესის საწარმოო პროცესში მონაწილე ადამიანური რესურსებისა და პერსონალური კარიერა და იზრუნოს განვითარებაზე; შექმნას ჩატარებული და სამომავლო სამუშაოების მონაცემთა ბაზა.

გამოიყენოს რელევანტური ბაზების მონაცემები და იზრუნოს ინოვაციური მეთოდების ადაპტაციასა და დანერგვაზე;  იზრუნოს უსაფრთხო გარემოს შექმნისა და მისი მდგრადი განვითარების ხელშეწყობაზე  და დაცვაზე.

აქვს უნარი:

მცირე ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად და ზოგადი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო პროფესიული ანალიზისა და დასკვნების;

პრაქტიკულ საქმიანობაში ავტონომიური აზროვნების;

სიტუაციური ანალიზის საფუძველზე პერსონალური მიზნების განსაზღვრისა და დასახვის;

მცირე ბიზნესის განვითარებისათვის არსებული ზოგადი საჭიროებების, მათი განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალური და ადამიანური რესურსების განსაზღვის;  ზეპირი, წერილობითი და ვიზუალური ფორმით კომუნიკაციის თავისი პროფესიული საქმიანობის შესახებ, როგორც მშობლიურ ასევე ინგლისურ ენაზე;

მცირე სამეწარმეო პროექტის შემუშავების პირობების განსაზღვრა, დაგეგმვა და რეალიზაცია იდენტური სიტუაციების პირობით მოდელირებისას.

აქვს უნარი:

საინფორმაციო ტექნოლოგიების, როგორც საკომუნიკაციო და სასწავლო ინსტრუმენტის სრულფასოვანი გამოყენების; ჯგუფური მუშაობის პრინციპების გამოყენებით ეფექტურად მუშაობის;  პროფესიული ინფორმაციის მოპოვების, ანალიზისა და გავრცელების.

აქვს უნარი:  ახალი ინფორმაციის მოპოვების; მასალებისა და ტექნოლოგიების შესწავლის, გათავისების, გაზიარებისა და კრიტიკული ანალიზის;

პროფესიული ბიზნეს ინფორმაციის იდენტიფიცირების, მოდიფიცირების;გამოყენების შემთხვევაში მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის კუთხით არგუმენტირებული დასაბუთების.

გააჩნია

პატივისცემის გრძნობა მორალური, ეთიკური, კულტურული და სამართლებრივი ნორმებისადმი;

სამართლიანი საქმიანი ურთიერთობების წარმართვის და დაცვის უნარი პიროვნული პასუხისმგებლობის აღების უნარი საერთო საქმეზე; პატივისცემის გრძნობა კოლეგებისა და პარტნიორების მოსაზრებებისადმი; დადებითი დამოკიდებულება უსაფრთხო და მდგრადი განვითარების მქონე გარემოს შესაქმნელად არსებულ ნორმებისადმი და ინიციატივებს იჩენს მათი დაცვის მიმართულებით; აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა პროფესიული საქმიანობისადმი.