პროფესიული განათლების პოპულარიზაცია.

2017 წლის 04 აპრილს პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიის ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დაფინანსებით, პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და სისტემაში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები.
ღონისძიება გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა და ქალაქ თბილისი მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა.