სტატისტიკური ანალიზი

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე იწყებს ახალი მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე მუშაობას……ანალიზის შედეგები იხ

შრომის ბაზრის სტატისტიკური ანალიზი

სერთიფიკატები

საზოგადოებრივ კოლეჯ მომავლის მასწავლებელმა თიკო შელიამ გაიარა უნივერსიტეტებისა და პროფესიული კოლეჯების პროფესორ-მასწავლებლთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები. მოდული: სწავლა,სწავლება,შეფასება. ამერიკის აიოვას უნივერსიტეტისა და სტუ-ს ერთობლივი პროექტი. 2018 წლის 24 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგების მიხედვით მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

გილოცავთ ნათლისღებას

გილოცავთ შობა ახალ წელს

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი მომავალი გილოცავთ შობა ახალ წელს

საახალწლო განწყობა კოლეჯ მომავალში

პრეზენტაციები

2017 წლის 8 დეკემბერს, საზოგადოებრივ კოლეჯ მომავალში მცირე ბიზნესის მწარმოებლის მე-4 საფეხურის სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ქართულ და უცხოურ ბიზნეს კომპანიებზე.ისაუბრეს მათ SWOT ანალიზზე,მოკლევადიან და გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმებზე. პრეზენტაციის მსვლელობისას სტუდენტებსა და მასწავლებელს შორის გაიმართა საინტერესო დისკუსია.აღნიშნულ პრეზენტაციას ესწრებოდა კოლეჯი მომავლის დირექტორი ანზორ მაჭარაშვილი, რომელმაც თავისი მრავალწლიანი ბიზნეს გამოცდილება გაუზიარა სტუდენტებს.კოლეჯი მომავალი საინტერესო პრეზენტაციისთვის მადლობას უხდის ქალბატონ თიკო შელიას და მონაწილე სტუდენტებს.

მადლობა!

14.09.2017 წ

საზოგადოებრივ კოლეჯ მომავლის ბუღალტრის კურსის მოსარგებლეებმა მადლობა გადაუხადეს კოლეჯის დირექტორს ბ-ნ ანზორ მაჭარაშვილს და ადმინისტრაციას მაღალი პროფესიონალიზმისა და მათ მიერ ცოდნის ასამაღლებლად გაწეული შრომისათვის.თავის მხრივ, ბატონმა ანზორმაც წარმატებები უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში.პროცესმა საზეიმო ვითარებაში ჩაიარა.

საჩუქრები

31.08.2017 წ

საზოგადოებრივი კოლეჯი მომავლის დირექტორმა ბატონმა ანზორ მაჭარაშვილმა მოკლევადიანი კურსების წარმატებულ მსმენელებს საჩუქრად თავისი საავტორო წიგნები გადასცა.

გილოცავთ მარიამობას

28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს – მარიამობას აღნიშნავს.საზოგადოებრივი კოლეჯი მომავალი გილოცავთ მარიამობას.შეგეწიოთ ამ ნათელი დღის ძალა და მადლი.

განათლება და დასაქმება

  • 2017 წლის 15  ივლისს  სახალხო უნივერსიტეტთა გერმანულ  ასოციაციაში  (DVV International) გაიმართა მორიგი დისკუსია თემაზე: „განათლება და დასაქმება“ 
  • მომხსენებლები:
  • კახაბერ ერაძე – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  • ელზა ჯგერენაია – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა დადასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • მიხეილ კორძახია – „დამსაქმებელთა ასოციაციის“ ვიცეპრეზიდენტი.
  • ქეთი ცინცაძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლებისცენტრის უფროსი.
  • მოდერატორი
  • მედეა იმერლიშვილი – ჟურნალისტი.
  • დისკუსიაზე განხილულ იქნა  რამდენად შეესაბამება საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს პროფესიული და უმაღლესი განათლების არსებული შეთავაზებები? რა კეთდება და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამომავლოდ იმისათვის, რომ მოთხოვნა ე.წ. პრესტიჟულ პროფესიებზე დასაქმების პერსპექტივაზე ორიენტირებული პროფესიებით შეიცვალოს?
  • დისკუსია საინტერესოდ წარიმართა გამოიკვეთა სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელიც შემდეგ აქტივობებზე განიხილება;

ეძებთ სამსახურს?!