ტრენინგი თემაზე: სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები პროფესიულ განათლებაში

2019 წლის 01 ივნისს შპს საზოგადოებრივ კოლეჯ მომავალში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები პროფესიულ განათლებაში, ტრენინგს ესწრებოდნენ აღნიშნული მოდულების განმახორციელებელი პირები, ტრენინგს უძღვებოდა კოლეჯის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ალინა კუპრავა , ტრენინგის ეფექტურად წარმართვის მიზნით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა კოლეგებს პრატნიორი კოლეჯის – შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა ტატიანა ბერიძემ, ტრენინგი ჩატარდა ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით, ტრენერმა უზრუნველყო პროფესიული მასწავლებლების მაქსიმალური ჩართულობა და პრაქტიკული ქეისების განხილვა, ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.