შეხვედრა პროგრამის განმახორციელებელ პერსონალთან

2019 წლის 16 მაისს კოლეჯის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ალინა კუპრავას ხელმძღვანელობით გაიმართა საოფისე საქმის, ბუღალტრული აღრიცხვის, საბაჟო საქმის და საფინანსო პროგრამების განმახორციელებელი პირების სამუშაო შეხვედრა, პროგრამის ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს პროფესიული მასწავლებლების ჩართულობით შემუშავებული სასწავლო გეგმები და ადაპტირებული მოდულები, განხორციელდა სასწავლო რესურსის და პროგრამის/მოდულების შინაარსობრივი განხილვა, მორიგი სამუშაო შეხვედრა და ტრენინგი სწავლების და შეფასების თანამედროვე მეთოდების შესახებ ჩაინიშნა 2019 წლის 01 ივნისს.