შეხვედრა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

21 მარტს სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია იყო.
შეხვედრის მონაწილე საგანმანათლებლო დაწესებულებებს გადაეცათ IV კატეგორიის საწარმოების ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტის თვითსწავლების სახელმძღვანელო, რომელიც მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის მოდულური პროგრამის განხორციელებისთვის. საზოგადოებრივი კოლეჯი მომავლიდან შეხვედრას ფინანსური სამსახურის უფროსი, პროფესიული განათლების მასწავლებელი თინა შელია ესწრებოდა . ფოტო მასალა