Category Archives: Uncategorized

ავტორიზებული საზოგადოებრივი  კოლეჯი მომავალი

25.09.2017 წ

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი მომავალში სასწავლო პროცესი იწყება 2017 წლის 25 სექტემბერს

1

——————————————————————————————————————————————————————-

21761770_1700270146651850_8914949880598202179_n

——————————————————————————————————————————————————————–

14.09.2017 წ

საზოგადოებრივ კოლეჯ მომავლის ბუღალტრის კურსის მოსარგებლეებმა მადლობა გადაუხადეს კოლეჯის დირექტორს ბ-ნ ანზორ მაჭარაშვილს და ადმინისტრაციას მაღალი პროფესიონალიზმისა და მათ მიერ ცოდნის ასამაღლებლად გაწეული შრომისათვის.თავის მხრივ, ბატონმა ანზორმაც წარმატებები უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში.პროცესმა საზეიმო ვითარებაში ჩაიარა.

21753191_1692436217435243_7044071073095148411_o

—————————————————————————————————————————————————-

31.08.2017 წ

საზოგადოებრივი კოლეჯი მომავლის დირექტორმა ბატონმა ანზორ მაჭარაშვილმა მოკლევადიანი კურსების წარმატებულ მსმენელებს საჩუქრად თავისი საავტორო წიგნები გადასცა.

21272341_1678717922140406_4374814102985172883_n

—————————————————————————————————————————————————————–28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს – მარიამობას აღნიშნავს.საზოგადოებრივი კოლეჯი მომავალი გილოცავთ მარიამობას.შეგეწიოთ ამ ნათელი დღის ძალა და მადლი.

————————————————————————————————————————————————————

c949c6041639

დარეგისტრირდი worknet.gov.ge და პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ დასაქმდი მარტივად
ოფისის მენეჯერი
პროგრამის მიზანია: შეასწავლოს პროგრამის მოსარგებლეს ნებისმიერი პროფილის დაწესებულების ოფისის მართვა ( დოკუმენტბრუნვა, სამდივნო სამსახური), კომპიუტერული პროგრამების გამოყენება; საქმიან ადამიანებთან ურთიერთობა .

საქმისწარმოების სპეციალისტი
პროგრამის მიზანია: შეასწავლოს პროგრამის მოსარგებლეს ნებისმიერი პროფილის დაწესებულების საქმისწარმოება, დოკუმენტბრუნვა,ადამიანური რესურსების მართვა, სამდივნო სამსახური, კომპიუტერული პროგრამების გამოყენება; საქმიან ადამიანებთან ურთიერთობა .

ბუღალტერი
პროგრამის მიზანია: შეასწავლოს პროგრამის მოსარგებლეს საბუღალტრო აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით, თეორიასთან ერთად ასწავლოს საბუღალტრო დოკუმენტების წარმოება პრაქტიკული ამოცანებითა და სავარჯიშოებით, აგრეთვე კომპიუტერული ბუღალტერია.

მცირე ბიზნესის მწარმოებელი
პროგრამის მიზანია: შეასწავლოს პროგრამის მოსარგებლეს ბიზნესის საფუძვლები, მცირე ბიზნესის მოწყობის ტექნოლოგია და მასთან დაკავშირებულ სხვა ძირითად დისციპლინებს, რომელთა საფუძველზე იგი შეძლებს მცირე ბიზნესის მოწყობას და ხელმძღვანელობას საქმიანობის სხვადასხვა სფეროში.

ეს შენი წარმატებული მომავლის გარანტიაა…

——————————————————————————————————————————————–

გსურთ იყოთ წარმატებული? გაქვთ ამბიცია? გსურთ მიიღოთ საფუძვლიანი განათლება? ისწავლეთ ჩვენთან,გახდით პროფესიონალი და მიიღეთ სახელმწიფო დიპლომი…….
1. ოფისის მენეჯერი
2. ბუღალტერი
3. საბაჟო წარმომადგენელი
4. მცირე ბიზნესისმწარმოებელი
გაიცემა სახლმწიფო დიპლომი
მისამართი: ცოტნე დადიანის 28

———————————————————————————————————————————————

2017 წლის 15  ივლისს  სახალხო უნივერსიტეტთა გერმანულ  ასოციაციაში  (DVV International) გაიმართა მორიგი დისკუსია თემაზე: „განათლება და დასაქმება“ 

20106764_1629083583770507_4652772168981330493_n

მომხსენებლები:

კახაბერ ერაძე - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

ელზა ჯგერენაია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა დადასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მიხეილ კორძახია - „დამსაქმებელთა ასოციაციის“ ვიცეპრეზიდენტი.

ქეთი ცინცაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლებისცენტრის უფროსი.

მოდერატორი

მედეა იმერლიშვილი - ჟურნალისტი.

დისკუსიაზე განხილულ იქნა  რამდენად შეესაბამება საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს პროფესიული და უმაღლესი განათლების არსებული შეთავაზებები? რა კეთდება და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამომავლოდ იმისათვის, რომ მოთხოვნა ე.წ. პრესტიჟულ პროფესიებზე დასაქმების პერსპექტივაზე ორიენტირებული პროფესიებით შეიცვალოს?

დისკუსია საინტერესოდ წარიმართა გამოიკვეთა სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელიც შემდეგ აქტივობებზე განიხილება;

————————————————————————————————————————————————–

18403852_653990424805910_7697485150660998154_o

———————————————————————————————————————————————————–

18193955_1804236066571085_4496830866948294457_n

—————————————————————————————-

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი მომავალი გილოცავთ დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
13 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით ვაცხადებთ დასვენებას;
სასწავლო პროცესი განახლდება 20 აპრილიდან!აღდგომის კვერცხები

——————————————————————————————

17796465_637878109750475_5320354137680795826_n
2017 წლის 04 აპრილს პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიის ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დაფინანსებით, პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და სისტემაში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები.
ღონისძიება გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა და ქალაქ თბილისი მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა.
——————————————————————————————
17425857_1920106028221622_2571884610052859054_n
22.03.2017 წ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტის განხილას აგრძელებს. სამუშაო შეხვედრა ამჯერად, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან გაიმართა.

კანონპროექტი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტების განხორციელებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძვლების შექმნას. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ დაინტერესებული მხარეები და სამინისტროს სოციალური პარტნიორები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამასთან აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი შეიქმნა როგორც ადგილობრივი კონტექსტის, ასევე, საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით.

დოკუმენტი უკვე ერთი თვეა განთავსებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს, მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით, წარმოადგინოს წინადადებები და მოსაზრებები მისი გაუმჯობესების მიზნით.
—————————————————————————————————————-
2017 წლის 13 მარტს “ინტერბიზნესის აკადემიაში” ჩატარდა “საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის გამგეობის ღია სხდომა.
განხილულ იქნა ორი საკითხი:
1. ბათუმის სამედიცინო კოლეჯის წერილის განხილვა;
2. კანონპროექტის “პროფესიული განათლების” შესახებ, განხილვა.
ბათუმის სამედიცინოკოლეჯის მიერ მოწერილ წერილში აღნიშნულია, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმატებს სამედიცინო პროფილის პროფესიულ პროგრამებს, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს იმ კონკურენციულ გარემოს, რაც დღეს-დღეობით არსებობს კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებს შორის. ამასთან ერთად არავითარი არგუმენტი არ არსებობს იმის სასარგებლოდ, რომ სახელმწიფომ გაიღოს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯები ასეთი პროგრამების დასაფინანსებლად, როდესაც ბათუმში ფუნქციონირებს სამი კერძო სამედიცინო სასწავლებელი.
განათლების მინისტრმა კერძო კოლეჯების ასოციაციის ფორუმზე განაცხადა, რომ იქ სადაც უკვე ფუნქციონირებს კერძო კოლეჯების პროგრამები, სახელმწიფო პროგრამებს არ შეიტანდა.
ამასთან დაკავშირებით შემუშავდა მინისტრისადმი მისაწერი წერილი, სადაც ვთხოვთ ამ პრობლემის მოგვარებას.
წერილს ხელს აწერს 13 კერძო კოლეჯის წარმომადგენელი.
2. კანონპროექტთან “პროფესიული განათლების შესახებ” გამოითქვა რიგი შენიშვნებისა, რაც აისახება სამინისტროსადმი და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტისადმი მიწერილ წერილებში.
————————————————————————————————————
2017 წლის 9 მარტს, საზოგადოებრივმა კოლეჯმა ორიენტირმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ და საზოგადოებრივმა კოლეჯმა მომავალმა ერთობლივად განიხილეს კანონპროექტი საქართველოს პროფესიული განათლების შესახებ, გამოავლინეს ხარვეზები და შეიმუშავეს წინადადებები რომელსაც წარუდგენენ დაინტერესებულ სტრუქტურებს.
————————————————————————————————————–
2017 წლის 21 თებერვალს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის და ჯ.ბ აუდიტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი „მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი (ესტონური ) მოდელი“, რომელსაც კერძო კოლეჯების ხელმძღვანელები და საფინანსო სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მონაწილეებს მიესალმა ჯ.ბ აუდიტის დამფუძნებელი ბესიკ ჯობავა. ტრენინგს უძღვებოდა კომპანია ჯ.ბ აუდიტის ტრენერი აუდიტორი მარიამ ფიცხელაური.
ტრენინგი მოიცავდა ვორქშოფს, სადაც შესრულდა პრაქტიკული დავალებები. დღის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.აღნიშნულ ტრენინგს კოლეჯი მომავლის ფინანსური მენეჯერი თინა შელია დაესწრო..
————————————————————————————————
2017 წლის 20 თებერვალს “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” მხარდაჭერით ჩატარდა ” საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის” რიგით მეოთხე ფორუმი.
ტრადიციულად ასოციაციის პრეზიდენტი ქალბატონი ნინო გომელაური, პირველ რიგში 47 წევრი კოლეჯისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წარსდგა ანგარიშით, გაწეული მუშაობის შესახებ.
ვრცელ მოხსენებაში პრეზიდენტმა აღნიშნა კერძო კოლეჯების ასოციაციის ფართო წარმომადგენლობა , წარმატებები და ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც დგას კერძო პროფესიული სასწავლებლების წინაშე.
მნიშვნელოვანია, რომ ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა; საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი მარიამ ჯაში; საქარელოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი; დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ელგუჯა მელაძე; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ქალბატონი თამარ მახარაშვილი; განათლების სამინისტროს პროფესიული დეპარტამენტის უფროსი წეროძე და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ბატონი კახაბერ ერაძე; სახელმწიფო კოლეჯების ხელმძღვანელი პირები.
ასეთი წარმომადგენლობითი აუდიტორია მეტყველებს ერთის მხრივ პროფესიული განათლების განვითარების დიდ ინტერესზე და მეორეს მხრივ “საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის” მხარდაჭერაზე, რაც გამოიხატა თითოეული მოწვეული სტუმარის მხრიდან მათ გამოსვლებში.
შეხვედრამ ჩაიარა საქმიან და სადღესასწაულო ვითარებაში.
კერძო კოლეჯების ასოციაციის გამგეობამ და წევრმა სასწავლებლებმა მადლობა გადაუხადეს პრეზიდენტს გაწეული მუშაობისათვის, რის შემდეგაც გაიმართა ასოციაციის გამგეობის წევრების არჩევნები. 2017 წლის არჩევნების შედეგად გამგეობაში არჩეულ იქნენ: ია ერაძე-საქართველოს ბიზნესის აკადემია; მაია ჩიხლაძე-საზოგადოებრივი კოლეჯი “პანაცეა”; გიორგი ბერაია-საზოგადოებრივი კოლეჯი “გეორგია”; შორენა ხაჭაპურიძე-საზოგადოებრივი კოლეჯი “ფანასკერტელი; ინგა მანაშერიძე-ინტერბიზნესის აკადემია; ნინო გომელაური-მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი; მანანა მახარაშვილი-საზოგადოებრივი კოლეჯი “ნატალი აკადემია”.
ასოციაციის დებულების თანახმად გამგეობამ 2017 წელს აირჩია ახალი პრეზიდენტი, იგი გახდა გიორგი ბერაია-საზოგადოებრივი კოლეჯი “გეორგია”-ს დირექტორი. ასევე არჩეულ იქნა ორი ვიცე-პრეზიდენტი: მაია ჩიხლაძე-საზოგადოებრივი კოლეჯი “პანაცეა”-ს დირექტორის მოადგილე; ია ერაძე-საქართველოს ბიზნესის აკადემიის დირექტორი.
ახალმა არჩეულმა პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო ის ხედვები და ამოცანები, რასაც ასოციაცია უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გეგმავს.
———————————————————————————————
2017 წლის 2 თებერვალს საზოგადოებრივ კოლეჯ მომავლის დირექტორმა ანზორ მაჭარაშვილმა აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან მოაწყო შეხვედრა, სადაც განხილული იქნა მთავრობის კონცეფცია პროფესიული კონსულტირებისა და კარიერული დაგეგმვის შესახებ. კარიერის დაგეგმვის სახელმძღვანელოს ძირითადი პრინციპების შესახებ პროფორიენტაციის და კარიერული განათლების კანონპროექტის შესახებ, საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პროფესიული ორიენტაციის სამუშაოების ჩატარების შესახებ.
16427797_1754492328212126_3355286641716081985_n

16388247_1754492331545459_7123419091969899353_n
——————————————————————
16406858_395223587492296_2751612568878304720_n
——————————————————————


19.01.2017 წ

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი მომავალი გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს

16144573_1205944122860155_1323020989_n


15.01.2017 წ

შპს საზოგადოებრივ კოლეჯ მომავალში სასწავლო პროცესი განახლდება 2017  წლის 1 თებერვალს.


01.01.2017 წ

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი მომავალი გილოცავთ შობა-ახალ წელს, მშვიდობის და ბედნიერების მომტანი წელი იყოს თითოეული ადამიანისთვის!


მოგესალმებით,
მიმდინარე წლის 16 დეკემბერს საგამოფენო ცენტრ ,,ექსპო-ჯორჯიას“-ს მესამე
პავილიონში სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს დასაქმების ფორუმს
(მის: აკ. წერეთლის 118).
სამუშაოს მაძიებელმა ფორუმში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უნდა
გაიაროს სააგენტოს ვებ გვერდზე – ssa.gov.ge – ,,დასაქმების ფორუმი
თბილისში – 16.12.2016“.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე
591 99 47 11.


23.11.2016 წ

გილოცავთ გიორგობას

23 ნოემბერს, მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს.საზოგადოებრივი კოლეჯი მომავალი კოლეჯის სტუდენტებს და სრულიად საქართველოს ულოცავს გიორგობის დღესასწაულს.23 ნოემბერი სასწავლებელში გამოცხადებულია უქმე დღედ.


18.11.2016 წ

საზოგადოებრივ კოლეჯ მომავლში დასრულდა პროფესიული მომზადება- გადამზადების მოკლევადიანი პროგრამის, ოფისის მენეჯერის სპეციალობის მოსარგებლეთა სწავლების პროცესი.მოსარგებლეებმა მადლობა გადაუხადეს კოლეჯის დირექტორს ბ-ნ ანზორ მაჭარაშვილს და ადმინისტრაციას მაღალი პროფესიონალიზმისა და მათ მიერ ცოდნის ასამაღლებლად გაწეული შრომისათვის.თავის მხრივ, ბატონმა ანზორმაც წარმატებები უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში და საჩუქრად თავისი საავტორო წიგნები გადასცა.პროცესმა საზეიმო ვითარებაში ჩაიარა.


33.10.2016 წ

გილოცავთ სვეტიცხოვლობას

მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული — ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში. იმართება ქ. მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში, 14 ოქტომბერს (ახ. სტ.). დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა


16.09.2016წ

საზოგოებრივ კოლეჯ მომავალში სასწავლო პროცესი დაიწყო

პროფესიულ სტუდენტებს და პერსონალს გილოცავთ წარმატებული წელი გვქონოდეს….


09.09.2016 წ

პროფესიულ სტუდენტთა საყურადღებოდ !
სადიპლომო პროგრამებზე სასწავლო პროცესი იწყება 19 სექტემბერს.. 


09.09.2016 წ

მოკლევადიან პროფესიული მომზადება-გადამზადების სასერთიფიკატო კურსებზე სასწავლო პროცესი იწყება 15 სექტემბერს…


 აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

 9  კლასის  ბაზაზე

  1. ბუღალტერი  -  III    საფეხური

  2. ოფისის მენეჯერი  III    საფეხური

  3. საბაჟო წარმომადგენელი  III    საფეხური

სრული ზოგადი განათლების ბაზაზე:

  1. მცირე ბიზნესის მწარმოებელი -  IV   საფეხური

  • ბუღალტრის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების ხანგრძლივობაა 5 თვე;

  • ოფისის მენეჯრისსაგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების ხანგრძლივობაა 10 თვე;

  • საბაჟო წარმომადგენლის  საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების ხანგრძლივობაა 10 თვე;

  • მცირე ბიზნესის  მწარმოებლის  საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების ხანგრძლივობაა 10 თვე.

  • თეორიული სწავლება   განხორციელდება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილ კოლეჯის აუდიტორიებში

  • საწარმოო პრაქტიკა  -   შესაბამისი დარგის მოწინავე ორგანიზაციებში.

საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შემდეგ პროფესიულ სტუდენტებს ენიჭებათ შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია:

  • ბუღალტრის  III     საფეხურის (ბუღალტერ მოანგარიშე) პროფესიული კვალიფიკაცია;

  • ოფისის მენეჯერის (მდივან რეფერენტი)   III    საფეხურის  პროფესიულ კვალიფიკაცია;

  • საბაჟო წარმომადგენელი  III    საფეხურის (სასაქონლო ოპერაციების სპეციალისტი) პროფესიული კვალიფიკაცია;

  • მცირე ბიზნესის მწარმოებელი   IV   საფეხურის პროფესიული  კვალიფიკაცია.

გაიცემა სახელმწიფო დიპლომი

  • კოლეჯში ჩარიცხვა იწარმოებს გასაუბრების   საფუძველზე.

  • დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეიძლება კოლეჯში ყოველდღე, დილის 10 საათიდან საღამოს 17 საათამდე.

  • ქ.თბილისი

    ცოტნე დადიანის გამზირი #28

    მობ:598 33 19 51; 593 30 86 38
    email: collegemomavali@gmail.com