მისია

შპს საზოგადოებრივი კოლეჯის მომავალის მისიაა წარმოდგენილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი სწავლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებით კოლეჯის საქმიანობით დაინტერესებული ყველა მხარის რეალურად არსებული და მოსალოდნელი მოთხოვნების დაკმაყოფილება, კერძოდ:

პროფესიულ სტუდენტთა მოთხოვნების დაკმაყოფილება
ადეკვატური სასწავლო გარემოს შექმნით და ამ გზით მისი კვალიფიციურ და კონკურენტუნარიან სპეციალისტად ჩამოყალიბება; შრომის ბაზარზე ადაპტირება და შესაბამისად მისი სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა;

მშობლების მოთხოვნების დაკმაყოფილება
იმედიანობისა და მომავლისადმი ოპტიმიზმის შექმნის გზით;

დამსაქმებლების და პროფესიული ასოციაციების მოთხოვნების დაკმაყოფილება
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების პროცესში მათი მონაწილეობითა და სასწავლო პარტნიორული სისტემის შექმნით, შესაბამისად მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფა და ამ გზით მათი საქმიანობის წარმატებულობისათვის ხელშეწყობა;

კოლეჯის პერსონალის მოთხოვნების დაკმაყოფილება
ადექვატური სამუშაო გარემოს შექმნით ინდივიდთა პროფესიონალიზმის მაქსიმალური გამოვლინებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობით და ყოველივე ამის საფუძველზე ერთიანი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნაში კოლეჯის მონაწილეობა და საგანმანათლებლო ბაზრის შესაბამის სეგმენტში მის ხანგრძლივად დამკვიდრება.