ბუღალტერი მესამე საფეხური

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

  I.          საგანმანათლებლო პროგრამის  სახელწოდება:  ბუღალტერი

  1. პროფესიული  განათლების საფეხური:III საფეხური
  2. მისანიჭებელი  კვალიფიკაცია:          ბუღალტრის  მესამე  საფეხურის  პროფესიული  კვალიფიკაცია  ბუღალტერ-მოანგარიშე.
  3. პროგრამის  მოცულობა
  • მესამე საფეხურის  ბუღალტრის პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამა მოიცავს30კრედიტს(750 საათს).კრედიტების  60%  ანუ  18  კრედიტი (450 საათი) ეთმობა ბუღალტრის საქმეს და მასთან დაკავშირებული თეორიული  დისციპლინების შესწავლას,  კრედიტების  40% ანუ 12  კრედიტი  (300 საათი)  ეთმობა – პრაქტიკას,   აქედან 6 კრედიტი (150 საათი) სასწავლო და  6 კრედიტი (150 საათი) საწარმოო პრაქტიკას.
  • პრაქტიკისა და თეორიული  კომპონენტის თანაფარდობა  შესაბამისობაშია პროფესიულ სტანდარტთან.
  • ერთი კრედიტი არის 25 ასტრონომიული  საათი;
  • თეორიული სწავლება  მიმდინარეობს  12 კვირის მანძილზე, რომლის დასრულების შემდეგ  პროფესიული სტუდენტები  გაივლიან  6   კვირის მანძილზე სასწავლო პრაქტიკას, შემდეგ  საწარმოო პრაქტიკას 6 კვირის  მანძილზე.
  • ბუღალტრის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  მესამე საფეხურის დამთავრების შემდეგ  გაიცემა შესაბამისი  საფეხურის  პროფესიული დიპლომი.

 

 V.          სწავლის ხანგძლივობაბუღალტრის მესამე  საფეხურის პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამის ხანგძლივობა შეადგენს :   7  თვე

 

  1. სწავლების  ენა – ქართული
  2. პროგრამაზე  დაშვების  წინაპირობა
  3. მინიმუმ  საბაზო  განათლება
  4. კონკურსის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ  აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ   მაღალი შეფასება მათემატიკაში.

 

 

  1. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამის  მიზანია  უზრუნველყოს  მაღალკვალიფიციური  და  კონკურენტუნარიანი  ბუღალტერ-მოანგარიშის მომზადება შრომის ბაზრისათვის, რომელიც ფლობს  პროგრამით  გათვალისწინებულ  პროფესიულ უნარ ჩვევებს, ძირითადად  ბუღალტრული აღრიცხვის,   სამეურნეო პროცესებსა და საქმიანობის არსს, ეკონომიკური ანალიზის თეორიული საფუძვლებს, პროგრამის მიზანია   პროფესიულ  სტუდენტს შესძინოს  ეკონომიკური კატეგორიების  ცოდნა; გამოუმუშაოს სამეურნეო ოპერაციების აღქმის და საბუღალტრო რეგისტრებში სამეურნეო ოპერაციების ასახვის, სამეურნეო მოვლენების მიხედვით დოკუმენტების შედგენის, საბუღალტრო ანგარიშებში ჩაწერის,  პირველადი ბუღალტრული დოკუმენტების დაჯგუფებისა და რეგისტრაციის, ტიპური/გამეორებადი ოპერაციების ბუღალტრულ ანგარიშებში  დამოუკიდებლად ასახვის, საცდელი ბალანსის  შედგენის უნარი.

სწავლის  შედეგები

აქვს სამეურნეო მოვლენების მიხედვით დოკუმენტების შედგენის, დოკუმენტირებული სამეურნეო მოვლენის საბუღალტრო ანგარიშებში ჩაწერის, საბუღალტრო ანგარიშებში ნაშთების გამოთვლის, საცდელი ბალანსის შედგენის, საგადასახადო სისტემის ზოგადი პრინციპებისა და პროცესების, ასევე ბიზნესის სამართლის  და ეკონომიკის საფუძვლების ცოდნა.

შეუძლია:

  • დათვლა, აღწერა, გაზომვა და გამოთვლითი სამუშაოების   შესრულება;
  • პირველადისაბუღალტროდოკუმენტებისშედგენა;
  • პირველადიდოკუმენტებისსაფუძველზეკრეფსითიუწყისების  შედგენა;
  • ბუღალტრულიგატარებამინიშნებულიოპერაციებისასახვაბუღალტრულანგარიშებში;
  • ტიპიური/გამეორებადიოპერაციებისდამოუკიდებლადასახვა ბუღალტრულ ანგარიშებში;
  • დანერგილსაბუღალტროპროგრამაშისამეურნეოოპერაციებისშეტანა, ოპერაციებისკორექტირება.
  • საცდელიბალანსისშესადგენინაშთებისმომზადება
  •  ცალკეულ საბურალტრო ანგარიშებში თავმოყრილი ინფორმაციის დაჯგუფება, მათ ბაზაზე ოპერატიული ხელმძღავნელობისათვის აუცილებელი პერიოდული ანგარიშგების მომზადება ცალკეული სააღრიცხვო ობიექტებისა და თემატიკის მიხედვით.
  • აქვს უნარი მოკლედ, ლაკონურად და გასაგებად დასვას პრობლემური საკითხი და იოლად აღიქვას განხილვისას გამოთქმული მოსაზრება. შეუძლია მესამე მხარესთან სააღრიცხვო საკითხების გარკვევა; ამ მიზნით წერილობით გასაგებად ჩამოაყალიბოს მოთხოვნა ან/და პასუხი სააღრიცხვო ინფორმაციაზე, დოკუმენტებზე, ტექნიკასა და ტექნოლოგიაზე. აქვს უცხოურ ენაზე შედგენილი საბუღალტრო დოკუმენტის შინაარსის გაგების უნარი.