ოფისის მენეჯერი

vპროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

 I. საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება:   ოფისის  მენეჯერი (მდივან-რეფერენტი)

II. პროფესიული განათლების საფეხური:  III   საფეხური.

III. მისანიჭებელიკვალიფიკაცია:   III   საფეხურის ოფისის  მენეჯერის(მდივან-რეფერენტი)   პროფესიული  კვალიფიკაცია

IV. პროგრამისმოცულობა: 

  • ოფისისმენეჯერის (მდივან-რეფერენტი) მესამე საფეხურისპროფესიულისაგანმანათლებლოპროგრამამოიცავს 60   კრედიტს(1500 საათს),  60 % ანუ  36 კრედიტი (900  საათი)  ეთმობა  თეორიულ  კომპონენტს, ხოლო    40%  ანუ   24 კრედიტი    ეთმობა პრაქტიკას, აქედან  სასწავლო  პრაქტიკას 18 კრედიტი (450 საათი)  და  საწარმოო   პრაქტიკას 6  კრედიტი (150 საათი).
  • პრაქტიკისა და თეორიული   კომპონენტის თანაფარდობა  შესაბამისობაშია პროფესიულ სტანდარტთან.
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აგებულია პროფესიული განათლების კრედიტების შესაბამისად
  • ერთი კრედიტი არის 25 ასტრონომიული საათი.
  • თეორიული სწავლება  მიმდინარეობს  24 კვირის მანძილზე, რომლის დასრულების შემდეგ ტარდება სასწავლო პრაქტიკა რომელიც გრძელდება 9  კვირა, მისი დასრულების  შემდეგ პროფესიული სტუდენტები გაივლიან საწარმოო პრაქტიკას7 კვირის  მანძილზე.
  • ოფისის მენეჯერის (მდივან რეფერენტი)  მესამე საფეხურის  პროფესიულისაგანმანათლებლოპროგრამის დასრულებისშემდეგ  გაიცემა  შესაბამისი  პროფესიულიდიპლომი.

    V. სწავლის ხანგძლივობა:    ოფისის მენეჯერის (მდივან რეფერენტი)  მესამე საფეხურის  პროფესიულისაგანმანათლებლოპროგრამის  ხანგძლივობაა  10 თვე/40   კვირა

   VI.  სწავლების ენაქართული

   VII. პროგრამაზედაშვებისწინაპირობა

  • მესამე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა საბაზო განათლება;
  • კონკურსის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ  აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ   მაღალი შეფასება  ქართულ ენაში.

 

  VIII. საგანმანათლებლოპროგრამისმიზანი:

პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამის  მიზანია  უზრუნველყოს  მაღალკვალიფიციური  და  კონკურენტუნარიანი  ოფისის მენეჯერის (მდივან რეფერენტი)  მომზადება შრომის ბაზრისათვის, რომელიც ფლობს  პროგრამით  გათვალისწინებულ  პროფესიულ უნარ ჩვევებს , რომელსაც:

  • შეუძლია ნებისმიერი პროფილის დაწესებულების ოფისის მართვა (საქმისწარმოება, დოკუმენტბრუნვა, სამდივნო სამსახური),  კომპიუტერული  პროგრამების  გამოყენება;
  •  ეხერხება საქმიან ადამიანებთან ურთიერთობა  და არის კომუნიკაბელური;
  • სრულყოფილად ფლობს სახელმწიფო ენის გრამატიკასა და მართლწერის წესებს;
  • აქვს დახვეწილი მეტყველება და მანერები.
  • ფლობს ოფისის მენეჯერისათვის სხვა საჭირო  უნარ-ჩვევებს.

სწავლის შედეგები

იცის:

  • სამუშაო ადგილის მოწყობის წესები;
  • საოფისე მომსახურების ძირითადი სახეები;
  • ადმინისტრაციული საქმისწარმოების წესები;
  • საერთო და სპეციალური საქმისწარმოების წესები;
  • დოკუმენტთა კლასიფიკაცია იურიდიული და პრაქტიკული დანიშნულების მიხედვით;
  • ოფიციალური დოკუმენტების შედგენა–გაფორმების (პირადი, სამსახურებრივი, საგანმკარგულებლო, სააღმსრულებლო, საინფორმაციო, სპეციალური დანიშნულების) და მასთან მუშაობის წესები;
  • საარქივო საქმეთა ფორმირების წესები;
  • საერთაშორისო მიმოწერის სტანდარტები;
  • სხვადასხვა ღონისძიებათა მოწყობის წესები;
  • ადმინისტრაციული და შრომის სამართლის საფუძვლები;
  • ტექსტის რედაქტირების საფუძვლები;
  • პროფესიული ეთიკის და ეტიკეტის წესები.

შეუძლია:

  • პირადი დოკუმენტების მომზადება;
  • სამსახურებრივი დოკუმენტების ინდექსირება, რეგისტრაცია და ოპერატიულად შენახვა;
  • საკადრო, სპეციალური, საინფორმაციო და საზღვარგარეთ გასაგზავნი დოკუმენტების პროექტების მომზადება დამოუკიდებლად;
  • ხელშეკრულებებსა და საკადრო დოკუმენტებზე მუშაობა;
  • ინფორმაციის შეკრება, დამუშავება, შენახვა;
  • მარტივი მონაცემთა ბაზის შექმნა, ელექტრონული დახარისხება და ფილტრაცია;
  • დოკუმენტბრუნვის ორგანიზება;
  • უდოკუმენტო მომსახურების ორგანიზაცია;
  • საოფისე მომსახურების (მივლინების, მუშაკის სამსახურში მიღების, სხდომების, საარქივო და სხვა დავალებათა) ორგანიზება;
  • საარქივო მომსახურება და საქმეთა ფორმირება არქივისათვის;
  • ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და მასთან დაკავშირებული მარტივი კალკულაციის წარმოება;
  • ფლობს საოფისე ტექნიკას;
  • ხელმძღვანელთან ერთობლივი მუშაობის რეგლამენტის დაცვა

შეუძლია:

  • ინფორმაციის დაზუსტება და გადამუშავება;
  • საკანონმდებლო აქტებში შეტანილი ცვლილებების ანალიზი;
  • მონაცემების დამუშავების პროცესში უზუსტობების დადგენა და პრობლემის მოგვარება.

შეუძლია:

  • ინტერპერსონალური კომუნიკაცია – სათანადო ახსნა-განმარტების მიცემა, ინფორმაციის გამოთხოვა, დაზუსტება და სხვა;
  • ინტერკულტურული კომუნიკაცია:
  • სხვადასხვა საოფისე კომპიუტერულ პროგრამაში ( MS Windows, MS Word, MS Excell, Power Point, Internet ) მუშაობა მომხმარებლის დონეზე;
  • გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია სახელმწიფო ენაზე;
  • უცხოურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე B1 დონეზე.

შეუძლია:

  • პროფესიული საქმიანობის შესახებ ახალი ცოდნის მიღება,
  • პროფესიული განვითარებისთვის სწავლის საჭიროებების განსაზღვრა.
  • იცავს კონფიდენციალობასთან დაკავშირებულ ყველა წესსა და პროცედურას;
  • არის კომუნიკაბელური, პუნქტუალური და მოწესრიგებული;
  • პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ მოვალეობებს;

აქვს კორპორატიული კულტურა.