საბაჟო წარმომადგენელი მესამე საფეხური

 პროფესიული საგანმანათლბლო პროგრამა

I. საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება:     საბაჟო წარმომადგენელი  (სასაქონლოოპერაციებისსპეციალისტი)

II.   პროფესიული განათლების საფეხური:         III  საფეხური

III. მისანიჭებელი  კვალიფიკაცია:   საბაჟოწარმომადგენლის (სასაქონლოოპერაციებისსპეციალისტის) მესამესაფეხურისპროფესიულიკვალიფიკაცია;

IV.   პროგრამისმოცულობა: 

  • მესამე საფეხურის   საბაჟოწარმომადგენლის (სასაქონლოოპერაციებისსპეციალისტის)  პროფესიული პროგრამა  მოიცავს 60 კრედიტს (1500  საათს). კრედიტების 60%  (36  კრედიტი/900   საათი)  ეთმობა სწავლების თეორიულ  კომპეტენტს, ხოლო 40 % (24  კრედიტი/600 საათი)  პრაქტიკას, აქედან   სასწავლო  პრაქტიკას  18 კრედიტი/450 საათი   და   6 კრედიტი/150  საათი      საწარმოო პრაქტიკას.
  • პრაქტიკისა და თეორიული კომპონენტის თანაფარდობა  შესაბამისობაშია პროფესიულ სტანდარტთან.
  • თეორიული სწავლება  მიმდინარეობს  24  კვირის მანძილზე, რომლის დასრულების შემდეგ  გათვალისწინებულია  სასწავლო პრაქტიკა 12  კვირა, შემდეგ  პროფესიული სტუდენტები გაივლიან საწარმოო პრაქტიკას  4  კვირის მანძილზე.
  • ერთი კრედიტი უტოლდება 25 ასტრონომიულ  საათს.
  • საბაჟოწარმომადგენლის (სასაქონლოოპერაციებისსპეციალისტის) საგანმანათლებლოპროგრამის  III საფეხურის დასრულებისშემდეგ  გაიცემა  შესაბამისი  პროფესიულიდიპლომი.

V.სწავლის  ხანგძლივობა: საბაჟოწარმომადგენლის (სასაქონლოოპერაციებისსპეციალისტის)   მესამე  საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  ხანგძლივობა  შეადგენს  10 თვე/40 კვირას.

VI.  სწავლების ენა   — ქართული 

 

VII. პროგრამაზედაშვებისწინაპირობა:

  • საბაჟო წარმომადგენლის (სასაქონლო ოპერაციების სპეციალისტის)    მესამე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა საბაზო   განათლება.
  • მინიმალური  ასაკი – 16 წელი;
  • კონკურსის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ  აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ   მაღალი შეფასება მათემატიკაში.

 

VIII. პროფესიული  პროგრამის  მიზანი:

პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამის  მიზანია  უზრუნველყოს  მაღალკვალიფიციური  და  კონკურენტუნარიანი  საბაჟოწარმომადგენლის (სასაქონლოოპერაციებისსპეციალისტის)   მომზადება შრომის ბაზრისათვის, რომელიც ფლობს  პროგრამით  გათვალისწინებულ  პროფესიულ უნარ ჩვევებს, რომელიც შეძლებს საზღვარზე საქონლის შემოტანა/გატანასთან  დაკავშირებული სასაქონლო ოპერაციების განხორციელებას თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

სწავლის შედეგები

იცის სასაქონლო ოპერაციების სახეები და მათი გამოყენების სპეციფიკა.

იცნობს:

  • სასაქონლო დეკლარაციებს და დეკლარირების ფორმებს,
  • სასაქონლო ოპერაციების განხორციელებისას გამოყენებულ სავაჭრო,  სატრანსპორტო და სხვა დოკუმენტაციის სახეებს;
  • სატარიფო ღირებულების განსაზღვრის მეთოდებს,
  • ინტეგრირებულ ტარიფს,
  • ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სტრუქტურას და მისი გამოყენების მთავარ პრინციპებს, გადასახადებსა და მათ განაკვეთებს.
  • საქართველოსსაგადასახადოსაქმიანობისსაფუძვლებს.
  • შეუძლია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობის მიზნით სათანადო დოკუმენტაციის, სტანდარტული სავაჭრო დოკუმენტების შედგენა (კონტრაქტი, ინვოისი და სხვა), სატარიფო ღირებულების, საჭირო ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების განსაზღვრა,   სასაქონლო ნომენკლატურის კოდის განსაზღვრა,
  •  კონკრეტული საქონლისა და სასაქონლო ოპერაციების მიხედვით გადასახადების სახეობებისა და განაკვეთების განსაზღვრა.
  • შეუძლია კლიენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ინფორმაციის მიღება და გადამუშავება;
  • მონაცემების გადამუშავების პროცესში უზუსტობის აღმოჩენა, უზუსტობის გამომწვევი მიზეზების გამოკვლევა, მის ხელთ არსებული წყაროებიდან დამატებითი ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
  • მომხმარებელთა საჭიროების გააზრება.
  • შეუძლია საქმიანი სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი დოკუმენტაციის შედგენა ან არსებული შაბლონების სწორად შევსება, კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის გაგზავნა/მიღება თანამედროვე კომუნიკაციის ადეკვატური საშუალებებით;
  • საგარეო ვაჭრობის საერთაშორისო ენაზე შესრულებული დოკუმენტებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება;
  • MS Windows, MS Word, MS Excel-ის, ინტერნეტის გამოყენება;
  •  საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთან კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე.
  • შეუძლია სასაქონლო ოპერაციების მარეგულირებელ ძირითად აქტებში განხორციელებული ცვლილებების დამოუკიდებლად გაგება წინასწარი მითითებით.

მოქმედებს საბაჟო წარმომადგენლის (სასაქონლო ოპერაციების სპეციალისტის) პროფესიული ღირებულებების შესაბამისად, კერძოდ, მიუხედავად გარემოებებისა, იცავს: ინფორმაციის კონფიდენციალურობას, შრომის უსაფრთხოების წესებს, ეთიკურ ნორმებს.