ვაკანსია

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი მომავალი

დირექტორის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა # 10 

05  სექტემბერი  2014 წ.

ქ.  თბილისი

შპსსაზოგადოებრივი კოლეჯი მომავალის   პროფესიულ განათლების მასწავლებელთა ვაკანტური ადგილების დაკავებასთან დაკავშირებით კონკურსის გამოცხადების   და  ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობებზე დანიშვნის     შესახებ

საქართველოს კანონის „პროფესიული განათლების შესახებ“   34–ე მუხლის მე–2 პუნქტის,  შპს  „საზოგადოებრივი კოლეჯი მომავალის“ დებულების მე-4 მუხლისა და    შპსსაზოგადოებრივი კოლეჯი მომავალის  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების  სასწავლო პროცესის მარეგულირებელი დებულების მე-14 მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.შპს საზოგადოებრივ კოლეჯ მომავალში (შემდეგში – კოლეჯი) გამოცხადდეს კონკურსი  დანართში აღნიშნული პროფესიული განათლების მასწავლებლების  ვაკანტური ადგილების დაკავებასთან დაკავშირებით;

2.  კონკურსანტებისადმი წაყენებული მოთხოვნები:

ა). უმაღლესი განათლება  შესაბამის  სპეციალობაში;

ბ). ან  სპეციალობით/მასწავლებლად  მუშაობის მინიმუმ სამი წლის გამოცდილება;

3. კონკურსანტთა შერჩევა  ჩატარდეს წარმოდგენილი  დოკუმენტაციის  შესწავლის საფუძველზე;

4. კონკურსანტებამა   უნდა  წარმოადგინონ განაცხადი, CV,  უმაღლესი განათლების  დამადასტურებელი დიპლომის ასლი  და/ან შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი 2014  წლის   08  სექტემბრიდან   15   სექტემბრის ჩათვლით შემდეგ  მისამართზე: ქ. თბილისი, მოსკოვის გამზ.:  #18, მე–3 სართული.

5.დაინიშნოს   ადმინისტრაციული პერსონალი დანართში აღნიშნულ თანამდებობებზე.

6.კონკურსის  ჩატარებასთან   დაკავშირებით  შეიქმნას  პროფესიული განათლების მასწავლებელთა  შესარჩევი  საკონკურსო კომისია  შემდეგი  შემადგენლობით:

ა)   ალინა კუპრავა  (იურდიული სამსახურის   უფროსი)    -    კომისიის  თავმჯდომარე.

ბ)  ნინო წიქარიშვილი  (საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი)  -   კომისიის  მდივანი.

7. დაევალოს  საკონკურსო  კომისიას 2014  წლის 16  სექტემბრისათვის  წარმოადგინოს  კონკურსის შედეგები.

8. ბრძანება განთავსდეს   კოლეჯის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

დირექტორი   ოთარ შარაძე