ბიბლიოთეკა

შპს  საზოგადოებრივი კოლეჯი მომავლის

 ბიბლიოთეკის  დებულება

 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

 1.1. შპს  საზოგადოებრივი კოლეჯი იმედის  (შემდგომში – კოლეჯი)  ბიბლიოთეკა  წარმოადგენს კოლეჯის  სტრუქტურულ ერთეულს.

1.2. ბიბლიოთეკა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, კოლეჯის წესდებით და წინამდებარე დებულებით.

1.3. ბიბლიოთეკა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

მუხლი 2. ბიბლიოთეკის  კომპეტენცია

2.1 ბიბლიოთეკის კომპეტენციაში შედის:

ა). ბიბლიოთეკაში წიგნების აღრიცხვა, სპეციალური კატალოგების შექმნა;

ბ). სხვადასხვა ბიბლიოთეკებთან კავშირების დამყარება;

გ). ბიბლიოთეკის თანამედროვე წიგნებით შევსებაზე ზრუნვა;

დ). სტუდენტთა მიერ წიგნების გატანისა და დაბრუნების აღრიცხვა;

ე). წიგნების დაგვიანებით დაბრუნების შემთხვევაში სტუდენტებისათვის კოლეჯის  მიერ დაწესებული ჯარიმების გადახდევინება;

ვ). საჭირო წიგნებისა და სახელმძღვანელოების დროულად გამოწერა.

მუხლი 3. ბიბლიოთეკის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა.

 3.1.ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკის გამგე.

3.2. ბიბლიოთეკის გამგეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორი. ბიბლიოთეკის გამგის არ ყოფნის შემთხვევაში (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა და ა.შ.) მის მოვალეობას ასრულებს ბიბლიოთეკის ერთ-ერთი თანამშრომელი ან კოლეჯის ერთ-ერთი თანამშრომელი კოლეჯის დირექტორთან შეთანხმებით.

3.3. ბიბლოთეკის გამგე:

a)   ხელმძღვანელობს და წარმართავს კოლეჯის ბიბლიოთეკის  საქმიანობას;

b)  ანაწილებს ფუნქციებსა დამოვალეობებს ბიბლიოთეკის თანამშრომლებს  შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) კოლეჯის დირექტორს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს ბიბლიოთეკის  მუშაკთა დანიშვნის, გადაყვანის, დათხოვნის, წახალისებისა და პასუხისმგებლობის საკითხებზე;

ე) აბარებს ანგარიშს კოლეჯის დირექტორს ბიბლიოთეკის მუშაობის შესახებ;

ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების     გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ბიბლიოთეკის საქმიანობისთვის

და  ამოცანების შესასრულებლად;

ზ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით ბიბლიოთეკისათვის დაკისრებული   ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს კოლეჯის დირექტორს  წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) ახორციელებს ამ დებულებით, კოლეჯის სამართლებრივი აქტებითა     და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.

მუხლი 4. ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

  ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 5. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი.

 დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.