ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები

შპს საზოგადოებრივი  კოლეჯი  მომავალის
ბიბლიოთეკის     მუშაობის    წეს

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
წინამდებარე დებულება არეგულირებს შპს საზოგადოებრივი კოლეჯი მომავალის (შემდგომში – კოლეჯი) ბიბლიოთეკის მუშაობის წესს.

მუხლი 2. ბიბლიოთეკის დანიშნულება და ფუნქციები
2.1. კოლეჯის ბიბლიოთეკა ასრულებს სასწავლო, ინფორმაციულ და საგანმანათლებლო ამოცანებს, აქტიურად უწყობს ხელს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის, მაღალ დონეზე წარმართვას;
2.2. ბიბლიოთეკა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, კოლეჯის წესდებით, ბიბლიოთეკის დებულებითა და ამ წესის შესაბამისად.
2.3.ბიბლიოთეკა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის წინაშე.
მუხლი 3. კოლეჯის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება

3.1. კოლეჯის ბიბლიოთეკაში გაწევრიანების მსურველი ვალდებულია ბიბლიოთეკის გამგეს წარმოუდგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პროფესიული სტუდენტის (შემდეგში–სტუდენტი) ბილეთი ან კოლეჯში შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის აქტი (თუ გაწევრიანების მსურველი არის კოლეჯის პროფესიული მასწავლებელი, ადმინისტრაციული ან დამხმარე თანამდებობაზე დასაქმებული პირი).
3.2. ბიბლიოთეკის გამგე ბიბლიოთეკაში გაწევრიანების მსურველს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე არეგისტრირებს ბიბლიოთეკის მკითხველად, რისთვისაც იგი ავსებს სპეციალურ ჟურნალს და ყოველი პირისათვის ხსნის მკითხველის ფორმულარს, სადაც შეიტანება ბიბლიოთეკაში გაწევრიანების მსურველი პირის სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი, ინფორმაცია სამუშაო ან/და სწავლის ადგილის შესახებ, საცხოვრებელი მისამართი, ინფორმაცია მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგელენლების შესახებ (თუ გაწევრიანების მსურველი პირი არასრულწლოვანია).
3.3. მკითხველის ფორმულარი იხსნება ბიბლიოთეკაში გაწევრიანების მსურველი პირის სახელზე და ძალაშია ერთი წლის განმავლობაში.
3.4. კოლეჯში გაწევრიანების მსურველი პირი ვალდებულია გაეცნოს ბიბლიოთეკის მუშაობის წესს, ამ წესით დადგენილ მკითხველის უფლება-მოავლეობებს და აღნიშნულისადმი თანხმობა დააფიქსიროს მკითხველის ფორმულარის პირველ გვერდზე პირადი ხელმოწერით.
3.5. მკითხველის ფორმულარში ფიქსირდება მკითხველის მიერ ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის ყოველი კონკრეტული შემთხვევა, წიგნის სრული დასახელების, გატანისა და დაბრუნების დროის ჩათვლით. მკითხველი მკითხველის ფორმულარში წიგნის გატანის ფაქტს აფიქსირებს პირადი ხელმოწერით.

მუხლი 4. ბიბლიოთეკის მკითხველების უფლება-მოვალეობანი
4.1. კოლეჯის ყველა სტუდენტს, ადმინისტრაციულ პერსონალს თუ პროფესიული განათლების მასწავლებელს უფლება აქვთ გახდნენ კოლეჯის ბიბლიოთეკის მკითხველები.
4.2. ბიბლიოთეკის მკითხველებს უფლება აქვთ:
ა) უფასოდ ისარგებლონ ბიბლიოთეკის ნებისმიერი მომსახურებით. მათ შორის – მიიღონ ლიტერატურა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდიდან დარბაზში სამუშაოდ, ასლის გადასაღებად თუ რამდენიმე დღიანი დროის პერიოდით, ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელის წარმოდგენის შემთხვევაში უფასოდ მიიღონ ბიბლიოთეკაში ელექტრონულ მატარებელზე არსებული რესურსი (ელექტრონული წიგნები), უფასოდ დაბეჭდონ ელექტრონული წიგნებიდან მათთვის სასურველი ინფორმაცია.
ბ) ჰქონდეთ თავისუფალი დაშვება ბიბლიოთეკაში არსებულ კატალოგებთან, მათ შორის კოლეჯის კომპიუტერულ ქსელში და კოლეჯის ვებ-გვერდზე განთავსებულ ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგებთან, თავიანთი სურვილით დამოუკიდებლად აირჩიონ მათთვის სასურველი წიგნი ან/და ელექტრონულ მატარებელზე არსებული რესურსები, გამოიყენონ ბიბლიოთეკის პერსონალი კონკრეტული მიმართულების/დარგის ან ავტორის სახელმძღვანელო ლიტერატურის ბიბლიოთეკაში არსებობის თაობაზე შეუზღუდავად, ბიბლიოთეკის მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
გ) კოლეჯის ოფიციალური ვებ-გვერდიდან შეიტყოს ინფორმაცია კოლეჯში არსებული და ბიბლიოთეკაში ახლად დამატებული წიგნების ან/და ელექტრონულ მატარებელზე არსებული რესურსების შესახებ.
4.3 მკითხველი ვალდებულია:
ა) გაუფრთხილდეს კოლეჯის ბიბლიოთეკიდან გატანილ წიგნებს და ყველა იმ რესურს რაც მან კოლეჯის ბიბლიოთეკის ფარგლებში მოიპოვა;
ბ) მკითხველის ფორმულარში მითითებულ ვადებში დააბრუნოს კოლეჯის ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნი;
გ) გაუფრთხილდეს კოლეჯის ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას: კომპიუტერებს, მაგიდებს და ა.შ.
დ) გამოიყენოს ბიბლიოთეკის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის, არ დაუშვას აღნიშნული ინფორმაციის კომერციული მიზნებით გავრცელება და საავტორო უფლებების ხელყოფა.
ე) ბიბლიოთეკის მიერ დადგენილი წიგნის საბალანსო ღირებულების ფარგლებში აუნაზღაუროს კოლეჯის წიგნის დაკარგვისა და/ან დაზიანების შემთხვევაში მიყენებული ზიანი.
ვ) წლის ბოლოს, მაგრამ არაუგვიანეს 25 დეკემბრისა ხელახლა გაიაროს ბიბლიოთეკაში რეგისტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში პირი დაკარგავს ბიბლიოთეკის მკითხველის სტატუსს. ხელახალი რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში პირი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტაცია რაც სავლდებულო იყო პირველადი რეგისტრაციის გავლისას.
ზ) დაიცვას კოლეჯის შინაგანაწესი, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ყოფნის შემთხვევაში არ შეუშალოს ხელი იქ მყოფ პირებს, დაიცვას სიჩუმე;
თ) იყოს ზრდილობიანი კოლეჯის მომსახურე პრესონალთან ურთიერთობის დროს.
ი) ყურადღებით შეამოწმოს ის წიგნი თუ სხვა რესურსი, რომლის გატანასაც აპირებს ბიბლიოთეკიდან, თუკი აღმოაჩენს რაიმე დეფექტს შეატყობინოს ამის შესახებ, ბიბლიოთეკის პერსონალს, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობას დაზიანებული წიგნისათვის იღებს ბიბლიოთკის მკითხველი.
კ) არ გაიტანოს ბიბლიოთეკიდან წიგნი ან სხვა მატერიალური რესურსი თუ იგი არ არის რეგისტრირებული მკითხველად ან/და არ გაუვლია წიგნის გასატანად აუცილებელი რეგისტრაცია.
ლ) არ ისარგებლოს სხვა მკითველის ფორმულარით ან/და არ მისცეს აღნიშნულის უფლება სხვას.
მ) არ ამოიღოს კატალოგებიდან ბარათები და არ დააზიანოს;
ნ) არ მიიღოს ან/და არ შეიტანოს საკვები სამკითხველო დარბაზში.

მუხლი 5. სამკითხველო დარბაზში მოქცევის წესები
5.1. სამკითხველო დარბაზით სარგებლობის უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, მიუხედავდ იმისა რეგისტრირებულია თუ არა იგი ბიბლიოთეკის მკითხველად.
5.2. პირი, რომელსაც სურს სამკითხველო დარბაზში გაეცნოს ლიტერატურას ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ბიბლიოთეკის ოთახში სპეციალურ ჟურნალში. სადაც აღინიშნება სახელი და გვარი, პირადი ნომერი, წიგნი რომელზეც გაცხადდა მოთხოვნა, ხელმოწერა.
5.3. რეგისტრაციის გავლა და ჟურნალში ხელის მოწერა წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს პირის მიერ წიგნის მიღების ფაქტს.
5.4. სამკითხველო დარბაზში პირის მიერ გატანილი წიგნების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ცალს.
5.5. მკითხველის მიერ სამკითხველო დარბაზში გატანილი წიგნი შესაძლებელია ბიბლიოთეკარმა მკითხველის თხოვნით არ დააბრუნოს წიგნსაცავაში და შეუნახოს მკითხველს. წიგნის შენახვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 15 დღეს.
5.5. ბიბლიოთეკის პერსონალი უფლებამოსილია მკითხველის მიერ გაცხადებული მოთხოვნა წიგნზე შეასრულოს ერთი საათის განმავლობაში.
5.6. აკრძალულია სამკითხველო დარბაზიდან წიგნის გატანა.
5.7. წიგნიდან ქსეროასლის გადაღება შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოთეკის პერსონალის თანხმობით.
5.8. ბიბლიოთეკა სამუშაო დროის დამთავრებამდე ნახევარი საათით ადრე წყვიტავს წიგნებზე შეკვეთების მიღებას.
5.9. პირი ბიბლიოთეკის სამუშაო საათების დასრულებამდე 15 წუთით ადრე ვალდებულია დაუბრუნოს ბიბლიოთეკის პერსონალს სამკითხველო დარბაზში გატანილი წიგნი.
5.10. სამკითხველო დარბაზში მყოფი პირი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე. პერსონალური კომპიუტერის ან კომუნიკაციის საშუალებების სამკითხველო დარბაზში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით რომ აღნიშნული არ დაარღვევს სიჩუმეს ან/და ხელს არ შეუშლის სხვა მკითხველების მუშაობას.
5.11. სამკითხველო დარბაზში წესრიგის, სიჩუმის ან/და ამ წესით გათვალისწინებული მკითხველის სხვა მოვალეობების დარღვევის შემთხვევაში ბიბლიოთეკის პერსონალი უფლებამოსილია შენიშვნა მისცეს მკითხველს. განმეორებითი შენიშვნის მიცემის შემთხვევაში მკითხველი შესაძლებელია გაძევებულ იქნას სამკითხველო დარბაზიდან და ჩამოერთვას გაცემული ლიტერატურა.
5.12. სამკითხველო დარბაზში წესრიგისა ან/და ბიბლიოთეკის სარგებლობის წესების დარღვევის შემთხვევაში კოლეჯი უფლებამოსილია გამოიყენოს მისი შინაგანაწესით გათვალისწინებული ზომები დამრღვევი მკითხველის მიმართ.

მუხლი 6. ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის პროცედურა
6.1 მკითხველი, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა წინამდებარე წესის შესაბამისად უფლებამოსილია წიგნი გაიტანოს ბიბლიოთეკიდან.
6.2. ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანა გულისმობს კოლეჯის კუთვნილი წიგნით სარგებლობის უფლების მკითხველზე დროებით გადაცემას, რომლის დროსაც ბიბლიოთეკა და კოლეჯი არ აკონტროლებს თუ სად და რა მიზნით იყენებს მკითხველი მისთვის გადაცემულ ლიტერატურას.
6.3. წიგნის ბიბლიოთეკიდან გატანის ვადა დამოკიდებულია ეგზემპლიარების რაოდენობაზე ბიბლიოთეკაში.
6.4. რამდენიმე ეგზემპლიარად წარმოდგენილი სახელმძღვანელო ლიტერატურის ბიბლიოთეკიდან გატანის მაქსიმალური ვადაა 20 დღე.
6.5. თუკი სახელმძღვანელო ლიტერატურა ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია ერთ ეგზემპლიარად მისი ბიბლიოთეკიდან გატანის მაქსიმალური ვადაა 2 დღე.
6.6 მკითხველი უფლებამოსილია გააგრძელოს წიგნის გატანის ვადა თუკი წიგნის გატანის ვადის განმავლობაში ამ წიგნზე მოთხოვნა არ ყოფილა ან ვადის ამოწურვის მომენტისათვის ბიბლიოთეკას გააჩნია აღნიშნული დასახელების წიგნის სხვა ეგზემპლიარები.
6.7. წიგნის გატანის ვადის გაგრძელებისათვის მკითხველი ვალდებულია ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი დღით ადრე გამოცხადდეს ბიბლიოთეკაში და ხელახლა გაიაროს რეგისტრაცია წიგნის გასატანად.
6.8. ბიბლიოთეკის პერსონალი იხილავს მკითხველის განაცხადს ერთი დღის ვადაში და იძლევა თანხმობას წიგნის გატანის ვადის გაგრძელებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია დააბრუნოს წიგნი ბიბლიოთეკაში დადგენილ ვადაში.
6.9 ერთ ეგზემპლიარად არსებული სახელმძღვანელო ლიტერატურიდან, მკითხველი, ბიბლიოთეკარისაგან შესაბამისი ნებართვის მიღების შემთხვევაში, უფლებამოსილია გადაიღოს უფასოდ ქსეროასლი,
6.10 ბიბლიოთეკიდან ერთდროულად გატანილი წიგნების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 ეგზემპლიარას.
6.11 ჟურნალ-გაზეთების ბილიოთეკიდან გატანის მაქსიმალური ვადაა 1 დღე.

მუხლი 7. ელექტრონულ მატარებელზე არსებული რესურსები
7.1 ელექტრონულ მატარებელზე არსებული რესურსით სარგებლობა ბიბლიოთეკის მკითხველს შეუძლია ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, სამკითხველო დარბაზის კომპიუტერებში ინსტალირებული ბიბლიოთეკის ელექტრონული ფონდის მეშვეობით.
7.2. მკითხველი უფლებამოსილია ელექტრონულ მატარებელზე არსებული რესურსიდან მისთვის სასურველი ინფორმაცია დაბეჭდოს უფასოდ.
7.3. მკითხველი უფლებამოსილია წარმოუდგინოს ბიბლიოთეკარს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი (CD, DVD ან flash მატარებელი) და უფასოდ მიიღოს ბიბლიოთეკის ელექტრონული ფონდში დაცული სახელმძღვანელოს ასლი.
7.4 ინტერნეტი და შიდა ქსელი სამკითხველო დარბაზში გამოიყენება მხოლოდ სასწავლო მიზნებისათვის. აღნიშნული წესის დარღვევამ შესაძლებელია გამოიწვიოს ამ წესის 5.11-5.12 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

მუხლი 8. მკითხველთა პასუხისმგებლობა
8.1 თუკი მკითხველი არ დაიცავს წინამდებარე წესს ბიბლიოთეკაში ყოფნის პერიოდში, მიაყენებს ბიბლიოთეკას ან/და სამკითველო დარბაზს რაიმე ტიპის მატერიალურ ზარალს წიგნის დაზიანება/დაკარგვის ჩათვლით, ბიბლიოთეკის გამგე ატყობინებს ამის თაობაზე კოლეჯის დირექტორს შესაბამისი ზომების მისაღებად.
8.2 მიყენებულ ზიანს დირექტორის ბრძანების საფუძველზე მკითხველი ანაზღაურებს წიგნის საბალანსო ღირებულების შესაბამისად ხოლო სხვა ინვენტარისათვის მიყენებულ ზიანს- საბაზრო ფასების გათვალისწინებით.
8.3. დირექტორი უფლებამოსილია მკითხველს დამატებით დააკისროს ჯარიმის სახით გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა, რომელიც არ უნდა სცილდებოდეს გონივრულ ფარგლებს.

მუხლი 9. მკითხველის უფლებების დაცვა
9.1. კოლეჯის ბიბლიოთეკის ყველა მკითხველი სარგებლობს ამ წესით, საქართველოს კანონმდებლობითა და კოლეჯის სხვა სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებებით.
9.2. ბიბლიოთეკის პერსონალი ვალდებულია შეძლებისდაგვარად სწრაფი და ამომწურავი კონსულტაცია და წიგნადი ფონდებით უზრუნველყოფა გაუწიოს კოლეჯის ბიბლიოთეკის ყველა მკითხველს.
9.3. ბიბლიოთეკის პერსონალის მხრიდან საკუთრი მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მკითხველი უფლებამოსილია საჩივარი შეიტანოს კოლეჯის დირექტორის სახელზე და მოითხოვოს ბიბლიოთეკის მუშაობაში ხარვეზების აღმოფხვრა.

მუხლი 10. კოლეჯის ინფორმაციული უზრუნველყოფა
10.1. არსებული სახელმძღვანელო ლიტერატურის გათვალისწინებით, ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს რამდენიმე ეგზემპლიარში არსებული, კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული ძირითადი სახელმძღვალენლო ლიტერატურის გადაცემას კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის.
10.2. პროფესიული განათლების მასწავლებლებს ეკისრებათ გადაცემული წიგნების დაცვისა და სათანადო მდგომარეობაში შენახვის პასუხისმგებლობა.

მუხლი 11. ბიბლიოთეკის ანგარიშგება და წიგნადი ფონდის შევსების სტრატეგიების განსაზღვრა
11.1. კოლეჯის ბიბლიოთეკა დირექტორს ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს ბიბლიოთეკის მიერ შეძენილი, ბიბლიოთეკისთვის გადაცემული, დაზიანებული, შეკეთებული, დაკარგული და დაზიანებული წიგნების რაოდენობის შესახებ.
11.2. კოლეჯის სილაბუსებში მითითებული სახელმძღვანელოს თუ დამხმარე ლიტერატურის, ასევე პროფესიული განათლების მასწავლებლების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებით ბიბლიოთეკის გამგე წარმოუდგენს მოხსენებით ბარათს კოლეჯის დირექტორს სასწავლო პროცესის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ლიტერატურის შესახებ.
11.3. დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე კოლეჯის დირექტორი უფლებამოსილია შექმნას კომისია, კოლეჯის სამეურნეო, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურისა და ბიბლიოთეკის წარმომდგენელთა მონაწილეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ მოთხოვნილი ლიტერატურის მოძიებას, შეძენას და ბიბლიოთეკის ფონდში ასახვას.
11.4. კოლეჯის ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს მკითხველების ინფორმირებას ახალი შეძენილი სახელმძღვანელოების შესახებ. ბიბლიოთეკაში დამატებული ლიტერატურის სია ქვეყნდება ბიბლიოთეკის ოთახში და სამკითხველო დარბაზში თვალსაჩინო ადგილას.

მუხლი 12. ბიბლიოთეკის მუშაობის განრიგი
12.1. კოლეჯის მიბლიოთეკა მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათს 10 საათიდან 16 საათამდე
12.2.კოლეჯის ბიბლიოთეკა კვირას და საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში არ მუშაობს.