ხარისხის მართვა

შპს საზოგადოებრივ კოლეჯ მომავალში
ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი მომავალის (შემდგომში კოლეჯი) მისიის და მიზნების რეალიზაციის, პროფესიული განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად კოლეჯი ახორციელებს საქმიანობის სიტემატურ შეფასებას.
კოლეჯში მოქმედებს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების სისტემა, რომლის შედეგებიც გამოიყენება სასწავლო პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
1. საგანმანათლებლო პროგრამის შეფასება ხორციელდება ორ ეტაპად:
ა) პროგრამის მიმდინარეობისას;
ბ) პროგრამის დასრულების შემდეგ.

2. სასწავლო პროცესის ხარისხის შემოწმების, ხარვეზების გამოვლენისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით პროგრამის მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე ხორციელდება მიღწეული შედეგების შესაბამისობის დადგენა პროგრამის შესაბამის ეტაპზე მოსალოდნელ სწავლის შედეგთან.

3.პროგრამის განხორციელების შეფასება ხდება პროფესიულ სტუდენტთა, მასწავლებელთა გამოკითხვით ინტერვიუირებით. ყოველი სემესტრის/ეტაპის ბოლოს, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შეფასების მიზნით პროფესიულ სტუდენტებს ურიგდებათ კურსისა და მასწავლებლის შეფასების კითხვარი. გამოკითხვის შედეგების ანალიზის საფუძველზე ხდება საგანმანათლებლო პროგრამების კორექტირება ან/და მასწავლებელთან შედეგების ინდივიდუალური განხილვა;

4.ხარისხის უზრუნველყოფა ხორციელდება დადგენილი სტანდარტებთან კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამების, სილაბუსების, სასწავლო პროცესის, აკადემიური პერსონალის, მატერიალურ-ტექნიკურ შესაძლებლობების (ფინანსების), ადამიანური რესურსების, სამსახურების ფუნქციონირების, ხარისხის სისტემატური შეფასების გზით.

5.სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კოლეჯი ამტკიცებს შეფასების ფორმებს კერძოდ:
ა) პროფესიული მასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამების შემოწმებისა და ხარისხის გაუმჯობესების შესახებ ანკეტა-კითხვარი;
ბ)პროფესიული სტუდენტის მიერ სასწავლო კურსის შეფასების ანკეტა-კითხვარი;
გ) ადმინისტრაციის კითხვარი