საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის გამგეობის ღია სხდომა

2017 წლის 13 მარტს “ინტერბიზნესის აკადემიაში” ჩატარდა “საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის გამგეობის ღია სხდომა.
განხილულ იქნა ორი საკითხი:
1. ბათუმის სამედიცინო კოლეჯის წერილის განხილვა;
2. კანონპროექტის “პროფესიული განათლების” შესახებ, განხილვა.ბათუმის სამედიცინოკოლეჯის მიერ მოწერილ წერილში აღნიშნულია, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმატებს სამედიცინო პროფილის პროფესიულ პროგრამებს, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს იმ კონკურენციულ გარემოს, რაც დღეს-დღეობით არსებობს კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებს შორის. ამასთან ერთად არავითარი არგუმენტი არ არსებობს იმის სასარგებლოდ, რომ სახელმწიფომ გაიღოს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯები ასეთი პროგრამების დასაფინანსებლად, როდესაც ბათუმში ფუნქციონირებს სამი კერძო სამედიცინო სასწავლებელი.
განათლების მინისტრმა კერძო კოლეჯების ასოციაციის ფორუმზე განაცხადა, რომ იქ სადაც უკვე ფუნქციონირებს კერძო კოლეჯების პროგრამები, სახელმწიფო პროგრამებს არ შეიტანდა.
ამასთან დაკავშირებით შემუშავდა მინისტრისადმი მისაწერი წერილი, სადაც ვთხოვთ ამ პრობლემის მოგვარებას.
წერილს ხელს აწერს 13 კერძო კოლეჯის წარმომადგენელი.
2. კანონპროექტთან “პროფესიული განათლების შესახებ” გამოითქვა რიგი შენიშვნებისა, რაც აისახება სამინისტროსადმი და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტისადმი მიწერილ წერილებში.

კანონპროექტი საქართველოს პროფესიული განათლების შესახებ!

2017 წლის 9 მარტს, საზოგადოებრივმა კოლეჯმა ორიენტირმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ და საზოგადოებრივმა კოლეჯმა მომავალმა ერთობლივად განიხილეს კანონპროექტი საქართველოს პროფესიული განათლების შესახებ, გამოავლინეს ხარვეზები და შეიმუშავეს წინადადებები რომელსაც წარუდგენენ დაინტერესებულ სტრუქტურებს.

ტრენინგი

2017 წლის 21 თებერვალს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის და ჯ.ბ აუდიტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი „მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი (ესტონური ) მოდელი“, რომელსაც კერძო კოლეჯების ხელმძღვანელები და საფინანსო სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მონაწილეებს მიესალმა ჯ.ბ აუდიტის დამფუძნებელი ბესიკ ჯობავა. ტრენინგს უძღვებოდა კომპანია ჯ.ბ აუდიტის ტრენერი აუდიტორი მარიამ ფიცხელაური.
ტრენინგი მოიცავდა ვორქშოფს, სადაც შესრულდა პრაქტიკული დავალებები. დღის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.აღნიშნულ ტრენინგს კოლეჯი მომავლის ფინანსური მენეჯერი თინა შელია დაესწრო..

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია

2017 წლის 20 თებერვალს “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” მხარდაჭერით ჩატარდა ” საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის” რიგით მეოთხე ფორუმი.
ტრადიციულად ასოციაციის პრეზიდენტი ქალბატონი ნინო გომელაური, პირველ რიგში 47 წევრი კოლეჯისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წარსდგა ანგარიშით, გაწეული მუშაობის შესახებ.
ვრცელ მოხსენებაში პრეზიდენტმა აღნიშნა კერძო კოლეჯების ასოციაციის ფართო წარმომადგენლობა , წარმატებები და ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც დგას კერძო პროფესიული სასწავლებლების წინაშე.
მნიშვნელოვანია, რომ ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა; საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი მარიამ ჯაში; საქარელოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი; დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ელგუჯა მელაძე; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ქალბატონი თამარ მახარაშვილი; განათლების სამინისტროს პროფესიული დეპარტამენტის უფროსი წეროძე და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ბატონი კახაბერ ერაძე; სახელმწიფო კოლეჯების ხელმძღვანელი პირები.
ასეთი წარმომადგენლობითი აუდიტორია მეტყველებს ერთის მხრივ პროფესიული განათლების განვითარების დიდ ინტერესზე და მეორეს მხრივ “საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის” მხარდაჭერაზე, რაც გამოიხატა თითოეული მოწვეული სტუმარის მხრიდან მათ გამოსვლებში.
შეხვედრამ ჩაიარა საქმიან და სადღესასწაულო ვითარებაში.
კერძო კოლეჯების ასოციაციის გამგეობამ და წევრმა სასწავლებლებმა მადლობა გადაუხადეს პრეზიდენტს გაწეული მუშაობისათვის, რის შემდეგაც გაიმართა ასოციაციის გამგეობის წევრების არჩევნები. 2017 წლის არჩევნების შედეგად გამგეობაში არჩეულ იქნენ: ია ერაძე-საქართველოს ბიზნესის აკადემია; მაია ჩიხლაძე-საზოგადოებრივი კოლეჯი “პანაცეა”; გიორგი ბერაია-საზოგადოებრივი კოლეჯი “გეორგია”; შორენა ხაჭაპურიძე-საზოგადოებრივი კოლეჯი “ფანასკერტელი; ინგა მანაშერიძე-ინტერბიზნესის აკადემია; ნინო გომელაური-მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი; მანანა მახარაშვილი-საზოგადოებრივი კოლეჯი “ნატალი აკადემია”.
ასოციაციის დებულების თანახმად გამგეობამ 2017 წელს აირჩია ახალი პრეზიდენტი, იგი გახდა გიორგი ბერაია-საზოგადოებრივი კოლეჯი “გეორგია”-ს დირექტორი. ასევე არჩეულ იქნა ორი ვიცე-პრეზიდენტი: მაია ჩიხლაძე-საზოგადოებრივი კოლეჯი “პანაცეა”-ს დირექტორის მოადგილე; ია ერაძე-საქართველოს ბიზნესის აკადემიის დირექტორი.
ახალმა არჩეულმა პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო ის ხედვები და ამოცანები, რასაც ასოციაცია უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გეგმავს.

გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს!

19.01.2017 წ

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი მომავალი გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს

სასწავლო პროცესის განახლება

15.01.2017 წ

შპს საზოგადოებრივ კოლეჯ მომავალში სასწავლო პროცესი განახლდება 2017  წლის 1 თებერვალს.

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

01.01.2017 წ

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი მომავალი გილოცავთ შობა-ახალ წელს, მშვიდობის და ბედნიერების მომტანი წელი იყოს თითოეული ადამიანისთვის!

დასაქმების ფორუმი

მოგესალმებით,
მიმდინარე წლის 16 დეკემბერს საგამოფენო ცენტრ ,,ექსპო-ჯორჯიას“-ს მესამე
პავილიონში სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს დასაქმების ფორუმს
(მის: აკ. წერეთლის 118).
სამუშაოს მაძიებელმა ფორუმში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უნდა
გაიაროს სააგენტოს ვებ გვერდზე – ssa.gov.ge – ,,დასაქმების ფორუმი
თბილისში – 16.12.2016“.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე
591 99 47 11.

გილოცავთ გიორგობას!

გილოცავთ გიორგობას!

23 ნოემბერს, მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს.საზოგადოებრივი კოლეჯი მომავალი კოლეჯის სტუდენტებს და სრულიად საქართველოს ულოცავს გიორგობის დღესასწაულს.23 ნოემბერი სასწავლებელში გამოცხადებულია უქმე დღედ

23.11.2016

საზოგადოებრივ კოლეჯ მომავლში დასრულდა პროფესიული მომზადება

18.11.2016 წ

საზოგადოებრივ კოლეჯ მომავლში დასრულდა პროფესიული მომზადება- გადამზადების მოკლევადიანი პროგრამის, ოფისის მენეჯერის სპეციალობის მოსარგებლეთა სწავლების პროცესი.მოსარგებლეებმა მადლობა გადაუხადეს კოლეჯის დირექტორს ბ-ნ ანზორ მაჭარაშვილს და ადმინისტრაციას მაღალი პროფესიონალიზმისა და მათ მიერ ცოდნის ასამაღლებლად გაწეული შრომისათვის.თავის მხრივ, ბატონმა ანზორმაც წარმატებები უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში და საჩუქრად თავისი საავტორო წიგნები გადასცა.პროცესმა საზეიმო ვითარებაში ჩაიარა.